03 მაისი 2024,   00:57
ვრცლად
პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა ენმ-ს დაკავებული ლიდერისთვის პატიმრობას ითხოვს. დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ წერილობით მიმართა.

სასამართლო პროცესი ხვალ 10:30 საათზე ჩაინიშნა. 

პროკურატურა კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლას გულისხმობს.

ოპოზიციის დაკავებული ლიდერი ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად უკვე სამი დღეა შიმშილობს. კირკიტაძემ დღეს მშრალი შიმშილობის გადაწყვეტილება მიიღო. 

დღის ამბები