03 მაისი 2024,   16:44
ვრცლად
პრეზიდენტი ცესკო-ს თავმჯდომარეობის სამ კანდიდატს სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციის შემდეგ წარადგენს

სალომე ზურაბიშვილის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება - პრეზიდენტი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაასახელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია კანდიდატების შერჩევის მიზნით არასამთავრობო სექტორს კონსულტაციებს სთავაზობს. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ამბობს, სწორედ პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს ცესკო-ს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაციას დასამტკიცებლად წარუდგენს.

„პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატურა და მან უნდა გაიაროს კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან. წინა პარასკევს იქნა ცესკო-ს მიერ საბოლოო შედეგები გამოცხადებული. ჩვენ ხვალამდე გვაქვს ბოლო ვადა. ბუნებრივია,  ხვალ ჩვენ წარვადგენთ სამ კანდიდატს ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანონით დადგენილი წესით მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დღეს შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათთან გაივლის კონსულტაციებს და იქნება წარდგენილი სამი კანდიდატურა,“- ამბობს დიმიტრი გაბუნია.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ მას ჯერ არ აქვს ინფორმაცია ვინ დასახელდება ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატად. დიმიტრი გაბუნია არ ადასტურებს, რომ პრეზიდენტი ამ თანამდებობაზე ისევ თამარ ჟვანიას განიხილავს,თუმცა ამბობს, რომ მას პირადად ჟვანიასთან მიმართებაში პრეტენზია არ გააჩნია.

„პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს იქნება თუ არა თამარ ჟვანია. მე პირადად თამარ ჟვანიასთან მიმართებაში არანაირი პრეტენზია არ მაქვს,“-ამბობს გაბუნია.

დღის ამბები