30 აპრილი 2024,   23:36
ვრცლად
სასტუმრო "ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებულებს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

სასტუმრო "ველმოდნის," ყოფილი "ლეოგრანდის" საქმეზე დაკავებულებს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა გამოაცხადა.

ფატიჰ იაუზს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის აკრძალვა შეეფარდა, ხოლო გიორგი მიქელაძეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა და მისი ქმედება უსაფრთხოების წესების დარღვევა გადაკვალიფიცირდა გულგრილობაზე.

საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი რამდენიმე თვეა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა.

დაიკითხა მოწმეები და მტკიცებულებების გამოკვლევა განხორციელდა.

დაცვის მხარის ადვოკატების თქმით, ისინი დიდი ალბათობით მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას მათი დაცვის მყოფ პირებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.

 

დღის ამბები