04 მაისი 2024,   13:24
ვრცლად
ხალხის ხმა და პრობლემები გავაგონოთ ხელისუფლებას - ალეკო ელისაშვილმა "სამოქალაქო მოძრაობის" მიზანი აჭარლებს გააცნო

ხალხის ხმა და პრობლემები გავაგონოთ ხელისუფლებას - ეს არის მთავარი მიზანი "სამოქალაქო მოძრაობის", რომლის პრეზენტაციაც დღეს ბათუმში გაიმართა.

მოძრაობის დამფუძნებლებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა შეკრებილებს მათი ხედვები და სამომავლო გეგმები გააცნეს.

„ჩვენი სამოქალაქო მოძრაობის მიზანი არის, რომ ხალხის პრობლემებზე ვირაც საუბრობდეს და ხალხის ხმა იყოს ძალიან ომახიანად წარმოდგენილი. ეს ოფისი ჩადგება აჭარის მოსახლეობის სამსახურში. კონკრეტულ ადამიანს თუ ექნება პრობლემა, რომლის შესახებაც ხმამაღლა ვერ ახერხებს საუბარს და ამ პრობლემის გამოტანას, ეს წარმომადგენლობა, ეს ოფისი მოემსახურება სწორედ ასეთი ადამიანებისთვის გზის გაკვალვას და მათი პრობლემების მოგვარებას,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მოძრაობა თბილისის შემდეგ ბათუმში გაიხსნა. აჭარის წარმომადგენლობას პოეტი გენრი დოლიძე უხელმძღვანელებს. ბათუმის შემდეგ ოფისი ქუთაისში გაიხსნება.

დღის ამბები