04 მაისი 2024,   13:47
ვრცლად
პენიტენციურ სისტემაში პატიმარი შიმშილობს - ირაკლი ჩხეიძე 28-ე დღეა, საკვების მიღებაზე უარს ამბობს

პენიტენციურ სისტემაში კიდევ ერთი პატიმარი შიმშილობს. ირაკლი ჩხეიძე უკვე 28-ე დღეა, საკვების მიღებასა და სამედიცინო დახმარებაზე უარს ამბობს და საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მოითხოვს.

პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ირაკლი ჩხეიძე მერვე დაწესებულებიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა ის ექიმების დახმარებაზე კვლავ უარს ამბობს.

ირაკლი ჩხეიძე სასჯელს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის იხდის და ბრალდებულია ასევე ქურდობის ჩადენაში.

პატიმარი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა.

დღის ამბები