04 მაისი 2024,   13:58
ვრცლად
ცოცხების სროლა და ძალადობა გურჯაანში - ინაუგურაციის დღეს „ოცნებამ“ ოპონენტებს პროვოკატორები მიუგზავნა

ოპოზიციასთან მიგზავნილი პროვოკატორები - ინაუგურაციის დღეს ხელჩართული ჩხუბის მოწყობა ხელისუფლების ინტერესში შედიოდა და მათ ოპონენტებს გარკვეული ადამიანების ჯგუფი მიუგზავნეს.  

თავდაპირველად ე.წ. ამრევების ჯგუფმა ოპოზიციას გზა გურჯაანში გადაუკეტა და ცოცხები ესროლა, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

სხვადასხვა ზომისა და ფორმის ცოცხებით შეირაღებული ერთ-ერთი აგრესიული მამაკაცი ველისციხელი, "ქართული ოცნების" აქტიური მხარდამჭერი ვანო მეპურიშვილია. ბიზნესმენი 16 დეკემბერს, თელავისკენ მიმავალ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს გზაზე დახვდა და ცოცხები დაუშინა.

ცოცხები გურჯაანში ბიზნესმენ ვანო მეპურიშვილის ლექსუსის ჯიპით მიიტანეს. ვანო მეპურიშვილმა „კურიერთან“ საუბარი არ ისურვა და კამერებს დაემალა.

„კურიერის“ ინფორმაციით, ე.წ. პროვოკატორები ველისციხეში ოპოზიციის გამოჩენას დილიდან ელოდნენ. ერთ-ერთი აქტივისტი, რომელიც ოპოზიციის მხარდამჭერებს დაუპირისპირდა, ალავერდ მამულაშვილი იგივე ღლავაა. 16 დეკემბერს ველისციხელი ღლავა ცოცხების პერფორმანსის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე იყო.

16 დეკემბრის დილა გაერთიანებული ოპოზიციის მიმართ ცოცხების აქციით დაიწყო გოჩა მაისურაძემაც. ის ვანო მეპურიშვილის მიერ დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. რამდენიმე საათში დავით მაისურაძემ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტს სასტიკად სცემა. შოთა დალაქიშვილის ცემის ფაქტზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მაისურაძე პოლიციამ იმავე საღამოს დააკავა.

ცოცხების ინციდენტის მონაწილეები იყო ვანო მეპურიშვილის კიდევ ორი ნათესავი - დავით მაისურაძე და თენგიზ ჯანაშვილი.

16 დეკემბერს ცოცხების აქციაზე მომხდარი დაპირისპირების საქმეზე გამოძიება ჯერ არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, გახარიას უწყებამ ინციდენტში, სავარაუდოდ, ვერც სისხლის სამართლის და ვერც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნები ვერ დაინახა.

დღის ამბები