03 მაისი 2024,   21:46
ვრცლად
პოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე, თამარ ჟვანია უკვე მეორე ვადით ცესკო-ს თავმჯდომარეა 

8 ხმით და ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარე 5 წლით გახდა. თავმჯდომარის არჩევას არ დასწრებია „ნაციონალური მოძრაობა,“ „ევროპულმა საქართველომ,“ კი სხდომა დაწყებისთანავე დატოვა.

ოპოზიციამ დღევანდელ პროცესს დადგმული სპექტაკლი უწოდა, რომლის შედეგი ყველასთვის წინასწარ ცნობილი იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წვერი ცესკო-ში მიიჩნევს, რომ თამარ ჟვანიას პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გაყალბებული არჩევნებისთვის ხარკი გადაუხადა და მეორე ვადა აჩუქა.

თამარ ჟვანია ამტკიცებს, რომ საერთაშირისო დამკვირვებლებს ყველაზე ნაკლები პრეტენზია ცესკო-ს ადმინისტრაციასთან ჰქონდათ. „კურიერის“ კითხვაზე რა რეაქცია ჰქონდა ცესკო-ს თავმჯდომარეს არჩვენების დღეს საარჩევნო უბნებზე გაყალბების დამადასტურებელ ვიდეო კადრებზე, რომელიც „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, ჟვანია ამბობს, რომ მან პირველმა სთხოვა ამ კადრებზე პროკურატურას გამოძიების დაწყება, თუმცა რა ეტაპზეა ახლა საგამოძიებო ორგანო, არ იცის.

თამარ ჟვანიას დღეს ორი ფორმალური კონკურენტი ჰყავდა, ლადო ბოჟაძე და მარიამ შელეგია, ორივე მათგანმა იცოდა, რომ ცესკოს მოქმედ თავმჯდომარესთან შეჯიბრში თავიდანვე წაგებულ პოზიციაში იყვნენ.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ჟვანიას ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩვენების გაყალბება დაუფასა, ხელისუფლება კი ამბობს, რომ ცესკო-მ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

თავმჯდომარის მიმართ უნდობლობას არ მალავს არასამთავრობო სექტორიც. საარჩევნო პროცესებში მონაწილე ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციები ფაქტობრივად არ ჩაერთვნენ არჩევის პროცესში. 

ავტორი: თამთა ჯიქია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები