04 მაისი 2024,   18:40
ვრცლად
“ხელისუფლება შეეცადა, შეექმნა გარკვეული ფარსი" - ოპოზიცია თამარ ჟვანიას ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნას აფასებს

ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თამარ ჟვანიას მეორე ვადით დანიშვნას ოპოზიცია კიდევ ერთხელ ეხმაურება.

გადაცემა არჩევანში საუბრისას ენმ-ის წევრმა, თინა ბოკუჩავამ, პროცესს "ფარსი" უწოდა.

მისი თქმით, თავიდანვე ილუზია შექმნეს ხელისუფლების მიერ მართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებმაც პრეზიდენტს თამარ ჟვანიას კანდიდატურა წარუდგინეს. მისივე თქმით, ხელისუფლების მართული არასამთავრობოების გამოყენება კლასიკური მეთოდია.

“ხელისუფლება შეეცადა, შეექმნა გარკვეული ფარსი იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რომ ის არასამთავრობოები, რომლებიც იქ იყვნენ, ესენი არიან ხელისუფლების მართული ორგანიზაციები," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.  

დღის ამბები