04 მაისი 2024,   17:16
ვრცლად
"პროპორციული სისტემა ეწერა პროექტში, არ წამოხვედით კონსენსუსზე" - კამათი "არჩევანის" ეთერში

კამათი არჩევანის ეთერში - ოპოზიციას და საპარლამენტო უმრავლესობას შორის დაპირისპირება პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე მსჯელობას მოჰყვა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი, გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნასაც ეხმაურება, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას შეეხებოდა.

ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ პროპორციულ სისტემას თავად ოპოზიციამ გამოუცხადა ბოიკოტი. ოახანაშვილის კრიტიკას ოპოზიცია არ იზიარებს.

„პროპორციული სისტემა ეწერა პროექტში. ეს ერთმნიშვნელოვანია, არ წამოხვედით კონსენსუსზე. თუ თქვენთვის რაღაც ფორმით მიუღებელი იყო, დაგვეხვეწა, თუნდაც, ის ბონუსური სისტემა,“ - ამბობს ოხანაშვილი.

ანრი ოხანაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ თამარ ჟვანიას მეორე ვადით არჩევასაც აფასებს. ანრი ოხანაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოხდა, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე სახის დარღვევა დაფიქსირდა. ოხანაშვილი ოპონენტებს ინსტიტუციების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ არჩევნების დროს დარღვევები დაფიქსირდა, თუმცა, ამის აღმოფხვრა შესაძლებელია.

 

დღის ამბები