04 მაისი 2024,   18:05
ვრცლად
გიორგი ქობულიას საჯარო გამოსვლა - დიასახლისები ეკონომიკის მინისტრს უპირისპირდებიან

დიასახლისები ეკონომიკის მინისტრის წინააღმდეგ - გიორგი ქობულიას კომენტარი, სადაც მან თქვა, რომ დიასახლისებს მხოლოდ იმის გამო ვერ ასაქმებენ, რომ მუშაობს სურვილი მათ თავად არ აქვთ, უკვე მეორე დღეა განხილვის მთავარი თემაა. ქუჩაში გამოკითხული რესპოდენტების უმრავლესობა დასაქმებას ითხოვს და მზად არის მუშაობას დღესვე შეუდგეს.

ეკონომიკის მინისტრის ამ განცხადებაში ქალების დისკრიმინაციის ნიშნები დაინახეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ქალთა უფლება დამცველები ამბობენ, რომ დიასახლისის საქმიანობა ოჯახში ისეთივე სამსახურია, როგორც ანაზღაურებად პოზიციაზე.

ქვეყენაში ოფიციალური მონაცემებით, 300 ათასზე მეტი სამსახურის მაძიებელია რეგისტრირებული. რისი თქმა უნდოდა ეკონომიკის მინისტრს - ეკონომიკის ექსპერტებისთვისაც კი ამოუხსნელია.

დიასახლისების არჩევანი იყვნენ სახლში ხშირად იძულებითია. მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკური მონაცემებით, მილიონ 700 ათასი ადამიანი დასაქმებულია, უმუშევრობის დონე ქვეყანაში მაინც უკიდურესად დიდია.  

დღის ამბები