26 აპრილი 2024,   19:32
ვრცლად
ახალი წლის დადგომას მაყურებელს "რუსთავი-2" სპეციალური პროგრამით მიულოცავს

ახალი წლის დადგომას მაყურებელს "რუსთავი-2" სპეციალური პროგრამით მიულოცავს. 21:00 საათიანი "კურიერის" დასრულების შემდეგ "მხოლოდ ქართულის" მომდევნო ტური გაიმართება.

ახალი წლის დადგომას საქართველოს ჰიმნით მიულოცავს მაყურებელს, აფხაზეთის კაპელა ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით. კაპელამ გენერალური რეპეტიცია გვიან ღამით გაიარა. ჰიმნის შემდეგ ფილარმონიაში კონცერტი გაგრძელდება, რომელსაც ნანი ბრეგვაძე გახსნის.

სცენაზე სოფო ნიჟარაძე, ლელა წურუმია და "მხოლოდ ქართულის" წინა სეზონის მონაწილეები წარდგებიან. ისინი მოსახლეობას 2019 წელს სხვადასხვა საახალწლო სიმღერით მიულოცავენ.

დღის ამბები