26 აპრილი 2024,   19:50
ვრცლად
სად უნდა წავიდეს ფული უცნობია - ექსპერტები დაგროვებითი პენსიის პროექტის ხარვეზებზე საუბრობენ

როგორ განიკარგება თანხა, რომელსაც მოქალაქეები საკუთარი ხელფასიდან პენსიისთვის დააგროვებენ - ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ექსპერტებს აქვთ. დარგის სპეციალისტები მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ.

„რამდენად მორალურად არის სწორი, რომ ადამიანს დაავალდებულო 40-45 წლიან პროექტში მონაწილეობა მიიღოს და წვლილი შეიტანოს მასში, როცა კონკრეტული ვალდებულებები სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყვება ამას. 2% შენატანი, რომელიც ავტომატურად უნდა დაეკისროს დამქირავებელს არაკონსტიტუციურია და ბევრი ამას ვერ შეძლებს. გადახდები უკვე ძალაშია, მაგრამ ფული სად უნდა წავიდეს ოპერატორი კომპანიები არ არსებობს. შემდეგი ნაბიჯია ფული სად წავა?“-ამბობს ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე.

პირველი იანვრიდან ქვეყანაში დაგროვებითი პენსია ამოქმედდა. ახალი სისტემა სავალდებულოა 40 წლამდე მოქალაქეებისთვის, სხვა შემთხვევაში კი ნებაყოფლობითი. საპენსიო სააგენტოში პირველი სამუშაო დღე აქვთ. ამოქმედდა ცხელი ხაზი. ოპერატორები მოქალაქეების პირველ შეკითხვებს პასუხობენ. ასევე ამუშავდა ვებგვერდი, სადაც მოსახლეობას შეუძლია, საკუთარი ხელფასისა და ასაკის მიხედვით გამოთვალონ, თუ რამდენი იქნება საპენსიო ასაკში მათი პენსია.

დასაქმებულებისთვის, ვინც მიმდინარე წლის 6 აგვისტომდე 40 წელი არ ჰქონდა შესრულებული, პროგრამაში მონაწილეობა სავალდებულოა. მათ პენსიისთვის ხელფასიდან ყოველთვიურად 2 პროცენტი ჩამოეჭრებათ, ამდენივეს გადარიცხავს ფონდში დამსაქმებელი კომპანია და სახელმწიფო.

ამავე თემაზე
დღის ამბები