26 აპრილი 2024,   13:37
ვრცლად
აბაშიძის სკანდალური განცხადება "ომეგა ჯგუფის" და ეკა ბესელიას კორუფციულ გარიგებაზე - ზაზა ოქუაშვილი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს 

ექსპერტ გია აბაშიძის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას, სადაც ის მმართველი გუნდის დეპუტატ ეკა ბესელიას "ომეგა ჯგუფთან" კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს, ზაზა ოქუაშვილი ეხმაურება.

ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს და ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს. 

"გია აბაშიძის მიერ ფეისბუქით გავრცელებული ბრალდება ეკა ბესელიასა და "ომეგას" შორის არამართებული გარიგების შესახებ საფუძველსმოკლებული  და მცდარია.

მე, ზაზა ოქუაშვილი, პირადად არ ვიცნობ ქალბატონ ეკა ბესელიას და არც პირადი კონტაქტი მქონია მასთან. ამგვარი ბრალდებები არის არასერიოზული და აშკარად ემსახურება არაჯანსაღ მიზნებს,"-აცხადებს ოქუაშვილი.

გია აბაშიძის ინფორმაციით, ეკა ბესელიამ დიდი ოდენობით ქრთამი ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილისგან აიღო, რათა მისი ბიზნესის პრობლემები მოეგვარებინა და სასამართლოში ლობირება მოეხდინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები