03 მაისი 2024,   23:41
ვრცლად
არ არის ახალი ამბავი, რომ იურიდიული კომიტეტის შიგნით იყო დაპირისპირება ეკას და ვანოს ჯგუფებს შორის - ზაქარია ქუცნაშვილი

„არ არის ახალი ამბავი, რომ იურიდიული კომიტეტის შიგნით იყო დაპირისპირება პირობითად ეკას და პირობითად ვანოს ჯგუფებს შორის,“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა. მან მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე ღიად ილაპარაკა და თქვა, რომ კონფლიქტი საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით დიდი ხანია, არსებობს.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, ის არცერთ დაპირისპირებულ ჯგუფს არ მიეკუთვნება.

„ვინც საპარლამენტო ცხოვრებაში იყო ჩართული, ყველა ხედავდა, რომ თითონ კომიტეტის შიგნით ორი ჯგუფი იყო შექმნილი. ის ხალი, ვინც არცერთ ჯგუფს არ მივეკუთვნებით და კანონშემოქმედებითი საქმიანობა გვქონდა, ვიყავით ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. გახსოვთ დემონსტრაციულად კომიტეტის სხდომების დატოვება და კვორუმის პრობლემებიც. ეს არ არის ახალი ამბავი, რომ იურიდიული კომიტეტის შიგნით იყო დაპირისპირება პირობითად ეკას და პირობითად ვანოს ჯგუფებს შორის. ეს დაპირისპირება იყო,“- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

"ქართული ოცნების" ლიდერებს შორის ბოლო დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მიზეზი სწორედ უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები გახდნენ. 

ეკა ბესელიას განცხადებას არალოგიკური უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. სწორედ ამის შემდეგ მმართველი გუნდის ნაწილი ორ ბანაკად - ბესელიას მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად გაიყო. ბესელიას გადადგომის შემდეგ კომიტეტის წევრებმა, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრებმა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ფოფხაძე კომიტეტიდან საერთოდ გაიწვიეს.   

ამავე თემაზე
დღის ამბები