26 აპრილი 2024,   19:50
ვრცლად
„ეს არსება არარაობა რომ არის გასაგებია, მაგრამ ამ დონის ნაძირალა თუ იყო, არ მეგონა" - მეჭიაური ქუცნაშვილზე საუბრობს

თიანეთის მერი, თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მმართველი გუნდის დეპუტატმა მეჭიაური თიანეთში მომხდარი მკვლელობის ხელშეწყობაში ირიბად დაადანაშაულა.

თიანეთის მერმა ზაქარია ქუცნაშვილს "ნაძირალა" და "ძალად შერლოკ ჰოლმსი" უწოდა. თამაზ მეჭიაურის თქმით, ქუცნაშვილი სხვისი ტრაგედიით სარგებლობს.

„ეს არსება არარაობა რომ არის გასაგებია, მაგრამ ამ დონის ნაძირალა თუ იყო, არ მეგონა. ნუ ამოჭრით ამას. ხალხი ჯერ არ დაუკრძალავთ, გამოძიება ჯერ არ დამთავრებულა. კრიმინალისტები დღემდე მუშაობენ, მკვლელობის მიზეზი დადგენილი არ არის და ის უკვე ატარებს პრესკონფერენციებს, ეგ ძალად შერლოკ ჰოლმსი, ვინ მისცა მაგას საერთოდ დიპლომი. მე რომ მაგას დავაბრალო ხადას ხეობაში, რომლის დეპუტატი თვითონ არის მაჟორიტარი, სმიტების ოჯახის მკვლელობა. რა შუაშია "კაპოტი,“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

დეპუტატი ამტკიცებს, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის მიერ ალკოჰოლის მოხმარება და ქუჩაში "კაპოტზე" ქეიფია ის მიზეზი, რის გამოც თიანეთში სიმთვრალეში ჩადენილი დანაშაულები გახშირდა.

 

დღის ამბები