26 აპრილი 2024,   20:24
ვრცლად
სადამსჯელო ღონისძიებები კახეთში - "ოცნება" იმ რეგიონების საჯარო მოხელეებს ათავისუფლებს, სადაც ზურაბიშვილმა პირველი ტური წააგო

სადამსჯელო ღონისძიებები კახეთში - "ქართული ოცნება" იმ სოფლებში, სადაც სალომე ზურაბიშვილმა პირველი ტური წააგო საჯარო მოხელეებს ხსნის. სამსახურიდან წასვლის ოფიციალურ მიზეზად პირადი განცხადება სახელდება, თუმცა გათავისუფლებულების ნაწილი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ღიად საუბრობს.

არჩევნების წაგების მიზეზით გათავისუფლებას ადასტურებს სოფელ გურჯაანში მერის წარმომადგენელი. ვანო მახარაშვილი ამბობს, რომ მას პირველი ტურის წაგება არ აპატიეს. ყვება, რომ მერმა დაიბარა და პირადად უთხრა, რომ მას სამსახური უნდა დაეტოვებინა, რადგან არჩევნების პირველ ტურში "ქართული ოცნებისთვის" სასურველი შედეგი ვერ დადო.

გურჯაანის გარდა მერის წარმომადგენლებს თანამდებობები სოფელ ვეჯინში, კარდენახში და კალაურში დაატოვებინეს, სოფელ ველისციხესა და ჩუმლაყში კი სპეციალისტები გაათავისუფლეს. ეს ის საჯარო მოხელეები არიან, რომლებმაც სოფლებში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური წააგეს. მათ სამსახურები პირადი განცხადების საფუძველზე დაატოვებინეს.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ სადამსჯელო ღონისძიება გაატარა და ამ თანამდებობზე ახალ კანდიდატებად მერსა და მაჟორიტართან დაახლოებული პირები განიხილებიან

დღის ამბები