26 აპრილი 2024,   18:37
ვრცლად
საოკუპაციო ხაზი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოინახულეს

საოკუპაციო ხაზი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა, ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მოინახულეს.

დეპუტატებმა კონფლიქტის ზონასთან ახლოს მდებარე სოფლის ზარდიაანთკარის მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცეს.

პარლამენტის წევრები ზარდიაანთკარში მდებარე ქართული საგუშაგოზე მყოფ ჯარისკაცსაც შეხვდნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება იგრძნონ. არის საკითხები, რომელიც უნდა გადაწყდეს, წყლის საკითხი მოგვარებულია სოფელში, გაზიც შემოყვანილია, მაგრამ მთავარი თემა მაინც, რასაკვირველია, საოკუპაციო ხაზთან ცხოვრების სიმძიმეა და ამ სიმძიმის შესამსუბუქებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

დღის ამბები