26 აპრილი 2024,   18:23
ვრცლად
გამოძიება „TBC ბანკის“ საქმეზე - გენერალურმა პროკურატურამ გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თი-ბი-სი ბანკიდან ამავე ბანკის საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გარკვეული დოკუმენტაცია გამოითხოვა.  

საქმის გარშემო არსებულ დეტალებს საგამოძიებო ორგანო ჯერჯერობით არ ავრცელებს.

„გიდასტურებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, თი-ბი-სი ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში გავავრცელებთ,“ - აცხადებენ პროკურატურაში.

განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით ამ ეტაპზე  არც ბანკს არ გაუკეთებია.

დღის ამბები