25 ივნისი 2019,   20:59
ვრცლად
გასული წლის ტესტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ჩაიშალა 

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ჩაიშალა. წერისთვის სამი საათი იყო განკუთვნილი. დაახლოებით ორ საათში კი გაირკვა, რომ სკოლებს ტესტის არასწორი ვერსია მიაწოდეს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, შემთხვევით შარშანდელი ტესტები ამობეჭდეს და მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 სკოლას გაუგზავნეს. მათ შორის თბილისის 5 სკოლას.

ამ მიზეზით, დღევანდელი ტესტების შედეგები, რომელიც ათასზე მეტმა მოსწავლემ დაწერა, გაუქმდება. ხელახალი ტესტირება 13 იანვარს ჩატარდება. გამოცდების ეროვნული ცენტრი ბოდიშს უხდის მოსწავლეებს. 

„შეცდომა მოხდა, როდესაც დაიბეჭდა ჩვენს ცენტრში წინა წლის დავალებები. წლევანდელი წლის დავალებები უნდა დაბეჭდილიყო და ეს იყო ტექნიკური შეცდომა, როდესაც სხვა ფაილი ამობეჭდეს და მოამზადეს, ჩააწყვეს პაკეტებში და გააგზავნეს სკოლებში, დაახლოებით ათას 1140 ბავშვს ეხება საქმე, წერა რომ დაიწყო, მაშინვე აღმოჩნდა, რომ ეს არის წინა წლის, ანუ უკვე გამოყენებული დავალებები, ამიტომ გააჩერეს წერა, შეწყვიტეს პროცესი და გამოუცხადეს ბავშვებს, რომ ჩატარდება კვირას, 13 იანვარს, 13:00 საათზე,“ - განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, კახა ჯამბურიამ.

 

 

დღის ამბები