20 მარტი 2019,   22:32
ვრცლად
ვიქნები მორჩილი იმის, რაც იქნება ამ კუთხით გადაწყვეტილი - პრეზიდენტი კონსტიტუციაში შესაძლო ცვლილებებზე საუბრობს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს კონსტიტუციაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დაკომპლექტებასთან დაკავშირებით რაიმე სახის ხარვეზს ვერ ხედავს. ზურაბიშვილის განმარტებით, მან არ იცის, რამდენად კარგი გამოსავალი იქნება, თუ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის უფლება ისევ პრეზიდენტს დაუბრუნდება.

ზურაბიშვილის განმარტებით, თუ კონსტიტუციაში რაიმე ხარვეზი არსებობს, ამაზე არა პრეზიდენტმა, არამედ კანონმდებლებმა უნდა ისაუბრონ.

„არ ვიცი იქნება თუ არა საუკეთესო მექანიზმი, იქნება ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და არ ვიცი, რა უნდა ვისურვო. ყოველ შემთხვევაში, დღევანდელ დღეს პრეზიდენტი ვერ იტყვის, რომ საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს რამე ხარვეზი, რომელიც გამოსასწორებელია. ეს არ არის კიდევ ერთხელ ჩემი სათქმელი, თუ არის კონსტიტუციაში რამე ხარვეზი. ეს არის იმ ადამიანების, რომლებიც მსჯელობენ დღეს და მე აღარ ვარ მათ შორის ანუ კანონმდებელი, რომელმაც უნდა იმსჯელოს კონსტიტუციაზე და თუ რამე მიიჩნია კანონმდებელმა, როგორც ხარვეზი კონსტიტუციაში ან საზოგადოებამ, რომელთან ერთადაც მსჯელობს კანონმდებელი იმათი გადასაწყვეტი არის და მე მხოლოდ ვიქნები მორჩილი იმის, რაც იქნება ამ კუთხით გადაწყვეტილი,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ინსტიტუტს ჩამოერთვა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცა. 

დღის ამბები