26 აპრილი 2024,   14:14
ვრცლად
პარიზში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა

პარიზში, საკონდიტროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. მაშველებმა დღეს ნანგრევებში ქალის ცხედარი იპოვეს.

ამ დროისთვის მისი იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. მანამდე ცნობილი იყო ორი მეხანძრისა და ერთი ესპანელი ტურისტის გარდაცვალების შესახებ.

ტრაგედია პარიზის ცენტრში გუშინ დატრიალდა. საკონდიტროში აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. დაშავდა 50-მდე ადამიანი, 9 მათგანი ამ დრომდე კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ამავე თემაზე
დღის ამბები