04 მაისი 2024,   18:55
ვრცლად
ჰერალდიკის საბჭო მოსახლეობას მოუწოდებს, ფანჯრებიდან სახელმწიფო დროშა გადმოფინონ

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოსახლეობას მიმართავს. საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, სახელმწიფო დროშები ავტომანქანებსა და სახლის სახურავებზე აღმართონ ან დროშა ფანჯრიდან გადმოფინონ, რათა ეს დღე ნამდვილ ეროვნულ, სახალხო დღესასწაულად იქცეს.

საქართველოს სახელმწიფო დროშები დღესვე გადმოიფინება თბილისის საკრებულოს ისტორიული აივნებიდან და აღიმართება სხვა სახელმწიფო შენობებთან.

საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბთან და ჰიმნთან ერთად, საქართველოს ეროვნული სიმბოლოა.

შეგახსენებთ, რომ 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.  

დღის ამბები