04 მაისი 2024,   00:44
ვრცლად
დაპირისპირება მმართველ პარტიაში - ე.წ. ახლები ბესელიას გუნდურობის დარღვევაში ადანაშაულებენ

მმართველი გუნდიდან ე.წ. ახლები ეკა ბესელიას განცხადების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამბობს, რომ გუნდში დაპირისპირება არ არის და მხოლოდ გარკვეულ უხერხულობას ჰქონდა ადგილი.

ე.წ. ახლები ეკა ბესელიას გუნდურობის პრინციპის დარღვევაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ პარტიის ლიდერმა საკუთარ განცხადებაში სწორი აქცენტები დასვა.

„ამის ძალიან კარგი შეფასება ჩვენი პარტიის ლიდერმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა, რომელმაც ძალიან ზუსტად და სწორად აღწერა ის მოვლენები, რომელიც მიმდინარეობს. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ სიტუაცია ისევ კალაპოტში არის, ასე ვთქვათ, და არავითარ დაპირისპირებას ადგილი არა აქვს. არა, გარკვეულ უხერხულობას ჰქონდა ადგილი მაშინ, როდესაც გუნდის ზოგიერთმა წევრმა იგივე ვთქვათ, ინფორმაციები გაავრცელა, თითქოს, მოსამართლეების თემა იყო პრობლემა, ჩვენ ვამბობთ, რომ მოსამართლეების თემას ფართო კონსესუსის საფუძველზე აუცილებლად გუნდი ერთიანად განვიხილავთ,“ - აცხადებს სოფო კილაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები