04 მაისი 2024,   06:02
ვრცლად
მასშტაბური საკადრო წმენდა სუს-ში - "კურიერის" ინფორმაციით, გომელაურის მოადგილედ ხოჯევანიშვილის დანიშვნა ივანიშვილთან შეთანხმებულია

მასშტაბური საკადრო წმენდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში - „კურიერს“ სანდო წყარო უყვება, რომ სუს-ს უფროსის პირველ მოადგილედ შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნება. „რუსთავი 2"-ის წყაროს ცნობით, გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან უკვე შეთანხმებულია.

ხოჯევანიშვილის ძმა, გიორგი ხოჯევანიშვილი ასევე მაღალჩინოსანია და შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტს იკავებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები „კურიერთან“ კომენტარს არ აკეთებენ.

ათობით თანამშრომელი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს და კადრების სამსახურის განკარგულებაში გადაიყვანეს. გათავისუფლებები სერია სუს-ში ისევ გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით კი, წმენდა უსაფრთხოების სამსახურში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შემდეგ გადაწყდა.  

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის შურისძიებაა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საპრეზიდენტო არჩევნებში ნაჩვენები ცუდი შედეგით უკმაყოფილოა და ახლა სწორედ იმ რეგიონების ხელმძღვანელებს სჯის, სადაც ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო. წმენდის კიდევ ერთი მიზეზი სუს-ში ძალთა ახალი გადანაწილებისთვის ბრძოლაა, რასაც, სავარაუდოდ, სოსო გოგაშვილის კადრები ეწირებიან. 

დღის ამბები