26 აპრილი 2024,   17:16
ვრცლად
„ჩვენ არ ვეძებთ სკანდალებს, ჩვენ სიკვდილის რიგში ვდგავართ" - დიდი დიღმის მცხოვრებლები

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შემდეგ ადგილობრივები „ყაზტრანსგაზის“ გამოძახების დეტალებს იხსენებენ. მათი თქმით, დარეკეს დღის მეორე ნახევარში კომპანია “ყაზტრანსგაზში“ და განუცხადეს, რომ ტერიტორიაზე ბუნებრივი აირის სუნი შეინიშნებოდა.

ადგილობრივების თქმით, კომპანიის თანამშრომლები შეტყობინების შესვლის შემდეგ ადგილზე დაგვიანებით გამოცხადდნენ, ტერიტორიაზე მისვლის შემდეგ კი განაცხადეს, რომ საეჭვო არაფერი ყოფილა.

მცხოვრებლების განცხადებით, როგორც „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებმა უთხრეს, დაზიანება და პრობლემა არ არსებობდა.

„საზარელი სუნი იდგა გაზის. შევიდნენ, შეამოწმეს, შედით, არაფერი პრობლემაა, შევედით, არ იყო გასული ორი საათი და ეს მოხდა,“- აცხადებს ადგილობრივი.

ადგილობრივების თქმით, კომპანიის თანამშრომლების წასვლის შემდეგ რამდენიმე საათში კი დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 6 დაშვებულია.

„ჩვენ არ ვეძებთ სკანდალებს, ჩვენ სიკვდილის რიგში ვდგავართ, გვინდა ვიცხოვროთ ისეთ სახელმწიფოში, სადაც ყველას მოეთხოვება პასუხი,“- განაცხადა ადგილობრივმა.

აფეთქება დიდ დიღომში რამდენიმე საათის წინ მოხდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. შემთხვევის შედეგად დაშავებულია 8 ადამიანი.

 

დღის ამბები