26 აპრილი 2024,   19:24
ვრცლად
კალაძის ბიზნესინტერესები და კავშირი "ყაზტრანსგაზთან" - თბილისის მერი ოპოზიციას უხამსი იუმორით პასუხობს და მთაწმინდიდან გამოქანებას ურჩევს

გამოექანონ - ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი ბრალდებებს თბილისის გაზგამანაწილებელ კომპანიაში მისი ბიზნესინტერესების შესახებ.

ოპოზიციის მიერ გასაჯაროებული ფაქტები კი სწორედ კალაძის ინტერესებზე მიანიშნებს. მათ შორის „ყაზტრანსგაზის“ დღევანდელ მფლობელებთან კალაძის კავშირი. ამ კომპანიაში დროებით მმართველად დედაქალაქის მერის ნდობით აღჭურვილი პირის დანიშვნა და მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილება, რომლითაც კომპანიას ას მილიონიანი დავალიანება ჩამოეჭრა.

დედაქალაქის გაზგამანაწილებელი კომპანია 2018 წლის ოქტომბერში გაიყიდა, ბოლო 9 წლის განმავლობაში ყაზტრანსგაზს სახელმწიფოს მიერ დანიშნული დროებით მმართველი ხელმძღვანელობდა. კომპანია ვოლთბეი“, რომლის სახელზეც ყაზტრანსგაზი 5 ოქტომბერს გადაფორმდა, მარშალის კუნძულებზეა რეგისტრირებული, მისი ქართული წარმომადგენლობის აქციებს ბიზნესმენები დავით ბეჟუაშვილი და ხვიჩა მაქაცარია ფლობენ. თბილისი ყოფილი მერი გიგი უგულავა ამბობს, რომ მაქაცარიას უკან კახი კალაძე დგას.

არასამთავრობო სექტორი ამტკიცებს, რომ დედაქალაქის გაზგამანაწილებელი კომპანია ხელში კახი კალაძემ ჩაიგდო. "ჰაბ ჯორჯიას" ხელმძღვანელმაც დღეს ის დოკუმენტები გაასაჯაროვა, რომლითაც დგინდება, რომ კალაძემ ყაზტრანსგაზში მისი კომპანიის გაყიდვის შემდეგ გენერალურ დირექტორად მერიის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი მამუკა კობახიძე გადაიყვანა.

კახი კალაძეს დედაქალაქის გაზგამანაწილებელი კომპანიიის ყიდვის სურვილი, 2007 წელსაც ჰქონდა. დღეს თბილისის მერმა კურიერს დაუდასტურა, რომ ყაზტრანსგაზის მიმართ ინტერესი ნამდვილად გააჩნდა და მაშინ ეს გარიგება მიხეილ სააკაშვილმა ჩაუშალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები