26 აპრილი 2024,   20:24
ვრცლად
მსოფლიოს უხუცესი მამაკაცი მასადა ნონოკა გარდაიცვალა

იაპონიაში მსოფლიოს უხუცესი მამაკაცი გარდაიცვალა. რეკორდსმენი მასადა ნონაკა 113 წლის იყო. ის საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

საბუთების თანახმად, ნონაკა 1905 წლის 25 ივლისს იაპონიის ჩრდილოეთში მდებარე სოფელში დაიბადა და მთელი ცხოვრება მთაში ცხოვრობდა.

ის გინესის რეკორდების წიგნში 2018 წლის აპრილში მსოფლიოში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული მამაკაცის სტატუსით შეიყვანეს.

ვის გადაეცემა ეს სტატუსი ნონაკას გარდაცვალების შემდეგ, გინესის კომისია უახლოეს თვეებში გამოაცხადებს.

დღის ამბები