26 აპრილი 2024,   19:24
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიცია განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას აპროტესტებს

გაერთიანებული ოპოზიცია განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმას აპროტესტებს. საქმე ეხება ცვლილებას, რომელიც პედაგოგების შეფასების და გამოცდების კუთხით იგეგმება. 

გაერთიანებული ოპოზიციის წევრები განათლების მინისტრს საკითხზე მსჯელობას, თანამშრომლობას და გეგმასთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას სთავაზობენ.  

„ჩვენ გვინდა მივმართოთ განათლების სამინისტროს და შევთავაზოთ, ვინაიდან ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, როგორც ოპოზიციისთვის, ისე პოზიციისთვის, მომავალი თაობის განათლება და წარმატება თანაბრად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს ფუნდამენტალურად შემუშავებული და შესწავლილი ახალი თაობის რეფორმების პაკეტი განათლების პოლიტიკის მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ მინისტრს და მის გუნდს ჩვენს მიერი შემუშავებული რეფორმები და მათთან ერთად ვიმსჯელოთ ამ ჩიხიდან გამოსასვლელად,“ -  აცხადებს ოპოზიციური პარტიების გაერთიანების „ძალა ერთობაშია"-ს წევრი ნანა თოხვაძე.

დღის ამბები