26 აპრილი 2024,   19:46
ვრცლად
"მართლმსაჯულება დგას მნიშვნელოვან გზაგასაყარზე" - უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები მოსამართლეებს მიმართავენ 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები 278 მოსამართლეს მიმართავენ. ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე მათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით  საკუთარი აზრის დაფიქსირებისკენ და 26 იანვარს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. 

„სწორედ დღეს ჩვენი მართლმსაჯულება დგას ძალიან მნიშვნელოვან გზაგასაყარზე. ან ის იქნება დამოუკიდებელი, სამართლიანი და მოემსახურება დემოკრატიულ, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, ასეთი სახელმწიფოს ინტერესებში იქნება იგი, ან ის მოემსახურება ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს,“- აცხადებს ანა დოლიძე.

ნაზი ჯანეზაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა მოსამართლეები გარკვეული წნეხის ქვეშ იმყოფებიან, თუმცა მათი პრიორიტეტი დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო უნდა იყოს. 

„შესაძლოა მოსამართლეები არიან წნეხის, თვითცენზურის და ცენზურის ქვეშ და შესაბამისად, მოსამართლეებს მივმართავთ, რომ ჩვენ მზად ვართ, რომ დავიცვათ ინდივიდუალური მოსამართლის უფლება. იმ მოსამართლის უფლებას, რომლისთვისაც ღირსება, დამოუკიდებლობა. ინდივიდუალური დამოუკიდებლობა, თავისთავად,  არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება და მთავარი საკითხი და არა, რა თქმა უნდა, რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის ერთგულება, ან კორპორაციული ინტერესი," - აღნიშნავს ჯანეზაშვილი.

ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილის მიმართვას არ უგზავნიან იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებს და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეთა კანდიდატების სიაში წარდგენილ მოსამართლეებს.

დღის ამბები