26 აპრილი 2024,   18:31
ვრცლად
ხორნაბუჯში 70-მდე ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. სოფელში გზის პრობლემაცაა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში ადგილობრივები უწყლოობას უჩივიან. სოფელ ხორნაბუჯში მცხოვრებ 70-მდე ოჯახს სასმელი წყლის მომარაგების მიზნით ყოველდღე ასობით კილომეტრის გავლა უწევს.

ხორნაბუჯი ჭაბურღილიდან წამოსული წყლით მარაგდება. კომპანიამ ადგილობრივებს ახალი წლიდან გადახდის ახალი სისტემა შესთავაზა და მათ წინასწარ ანგარიშზე 130 ლარის ჩარიცხვა მოსთხოვა. ამას კი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა.

უწყლობასთან ერთად სოფელში უგზოობის, ტრანსპორტისა და ელექტროენერგიის პრობლემებზეც საუბრობენ.

სიღნაღის მერმა, გოგი გოგოლაშვილმა „კურიერთან“ თქვა, რომ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული და ტელეკომპანიას დროს ვერ დაუთმობს. გოგი გოგოლაშვილი შექმნილ ვითარებაზე პასუხიმგებლობას „ენერგოპროს“ აკისრებს, თავად კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ჭაბურღილს ელექტორენერგია დავალიანების გამო არ მიეწოდებოდა.

ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს ოპოზიცია. მათი ინფორმაციით, ახალი წლიდან ოჯახებს სოციალური დახმარებებიც მოეხსნათ.

 

ავტორი: ია გულიაშვილი. 

დღის ამბები