26 აპრილი 2024,   20:06
ვრცლად
აქცია ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკის წინააღმდეგ - მომიტინგეები აშშ-ის და მექსიკის საზღვარზე შეიკრიბნენ  

დონალდ ტრამპის საემიგრაციო პოლიტიკის მოწინააღმდეგეებმა აქცია შეერთებული შტატებისა და მექსიკის საზღვარზე გამართეს. მომიტინგეები ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოში შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს, საბოლოოდ კი იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოების კედლის აშენებას გეგმავს.

ტეხასელები აცხადებენ, რომ ამერიკელებს და მექსიკელებს მჭიდრო კავშირები აქვთ, პრეზიდენტი კი ხალხის იზოლირებას ცდილობს. ისინი არ ეთანხმებიან პრეზიდენტის პოზიციას, რომ მექსიკიდან შეერთებულ შტატებში მხოლოდ დამნაშავეები, კონტრაბანდა და ნარკოტიკული საშუალებები ხვდება.

მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების კედლის აშენება დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება იყო. ის ამ მიზნით კონგრესისგან 5 მილიარდ 700 მილიონი დოლარის გამოყოფას დღემდე უშედეგოდ ითხოვს.

 

დღის ამბები