26 აპრილი 2024,   20:48
ვრცლად
დიდთოვლობა მოსკოვში - 60-მდე ავიარეისი გადაიდო

მოსკოვში დიდთოვლობაა. გასული 24 საათის განმავლობაში, რუსეთის დედაქალაქში რეკორდული ნალექი მოვიდა, ტემპერატურა კი მინუს 10 გრადუსამდე დაეცა. უამინდობამ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემები შეუქმნა. გზის გაწმენდითი სამუშაოები ქალაქში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა გზები ისევ ითოვება და იყინება.

მოსკოვის მერიამ გაფრთხილება გაავრცელა და მოსახლეობას ქალაქში ავტომობილებით გადაადგილებისგან თავის შეკავება ურჩია. დიდთოვლობის გამო, შეფერხებით მუშაობს მოსკოვის აეროპორტებიც. უკვე გადაიდო 60-მდე ავიარეისი.

სინოპტიკოსების დაკვირვებით, ასეთი ძლიერი თოვა მოსკოვში ბოლო 68 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. სპეციალისტების პროგნოზით, თოვა უახლოესი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ისინი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. 

 

დღის ამბები