18 მაისი 2024,   15:31
ვრცლად
"იყო დამონტაჟებული თვითნებურად გამათბობელი და მოხდა ეს უბედური შემთხვევა" - საკრებულოს თავმჯდომარე

ბინაში, სადაც 7 ადამიანი სავარაუდოდ, CO-ს გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იმყოფებოდა. მისი თქმით წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა თვითნებურად დამონტაჟებული გამათბობელის გამო მოხდა.

„იყო დამონტაჟებული თვითნებურად გამათბობელი, რომლის შედეგადაც ტექნიკური გაუმართაობიდან გამომდინარე მოხდა ეს უბედური შემთხვევა. მინდა ავღნიშნო, რომ  არის დიდი უბედურება და  მინდა მივუსამძიმრო ყველას,“-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შემთხვევა ქეთევან წამებულის 67 ნომერში მოხდა. შვიდივე გარდაცვლილი "ლიბერთი ბანკის" მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის 2 მამა-შვილი იყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები