04 მაისი 2024,   17:09
ვრცლად
სახიფათო მგონია, ჩვენი მოქალაქეები ასეთი მოსამართლის ხელში - ბესელია გვრიტიშვილს პასუხობს

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით იუსტიცის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის განცხადებას ეკა ბესელია ეხმაურება. 

მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შესაძლოა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების უკან თავად ბესელია იდგეს.

ეკა ბესელია ამბობს, რომ გვრიტიშვილის მოსამართლეობა სასამართლო სისტემის კრახია.

„სახიფათო მგონია, ჩვენი მოქალაქეები ასეთი მოსამართლის ხელში. ეს არის ის რეალობა, რაც მგონი, იოლად ხსნის, რისთვის ვიბრძვით ჩვენ, მე უბრალოდ ძალიან გული მწყდება, რომ ის რეფორმები, რომელიც მართლმსაჯულების სფეროში განხორციელდა ამ წლების განმავლობაში. თავად ამ მოსამართლეებმა აბსოლუტურად წყალში ჩაყარეს, გადაუსვეს ხაზი ამ ყველაფერს. იმიტომ, რომ მოსამართლე, უვადოდ დანიშნული, ამ როლიდან მოლაპარაკე, პრაქტიკულად, ამბობს, რომ ის არის ისევ იმ ძალადობრივი რეჟიმის სახე, რომლიდანაც მოდის,“ - განაცხადა ბესელიამ.

დღის ამბები