26 აპრილი 2024,   14:16
ვრცლად
"ილიაუნს" აქვს სამი სასტუმრო და გემი, იქნებ, ბიზნესსკოლის სტუდენტების ფულით სასტუმრო და გემი ფინანსდება?" - გიორგი ქადაგიძე

„ილიას უნივერსიტეტს აქვს სამი სასტუმრო და გემი. იქნებ, ბიზნესსკოლის სტუდენტების ფულით სასტუმრო და გემი ფინანსდება. ხომ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ასე არ არის,“ - ეს განცხადება ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის ყოფილმა დეკანმა,  გიორგი ქადაგიძემ, არჩევანის ეთერში გააკეთა.

მას აინტერესებს, სად იხარჯება ბიზნესსკოლის სტუდენტების მიერ გადახდილი თანხები.

„სპეკულაციები წავიდა, თითქოს, მე დღის წესრიგში ვაყენებ საკითხს, რომ მაინც და მაინც, ბიზნესსკოლიდან შემოსული თანხები მთლიანად ბიზნესსკოლას უნდა მოხმარდეს და სხვა დოტაციური პროფილები არ უნდა დაფინანსდეს. მე მაინტერესებს, მაგალითად, ილიას უნივერსიტეტს აქვს სამი სასტუმრო და გემი, იქნებ, ბიზნესსკოლის სტუდენტების ფულით სასტუმრო და გემი ფინანსდება. ხომ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ასე არ არის,“ - ამბობს გიორგი ქადაგიძე.

ამაზე საპასუხოდ რექტორმა გიგა ზედანიამ აღნიშნა, რომ გემით სერიოზული კვლევები ტარდება შავ ზღვაში. ხოლო სასტუმროებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ისინი კვლევითი დაწესებულებებია.

რექტორის განცხადებით, სტუდენტების 90 პროცენტი ისევ ბიზნეს სკოლაზე იხარჯება, ხოლო დარჩენილი 10 პროცენტი სხვა ფაკულტეტის მიერ ჩატარებულ კვლევებს ხმარდება.

გიორგი ქადაგიძე რექტორის პასუხად აღნიშნავს, რომ ილიაუნი ვერ აძლევს ისეთ განათლებას საშუალო აკადემიური მოსწრების სტუდენტს.

დღის ამბები