26 აპრილი 2024,   18:41
ვრცლად
"ეს ცვლილება განხორციელდა გაუაზრებლად" - ბიზნეს სკოლის ხარისხის მართვის ყოფილი უფროსი სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს

ილიაუნის სტუდენტებს, რომლებიც დღეს დილიდან აქციას მართავდნენ, ბიზნეს სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ყოფილი უფროსი შეხვდა. გიორგი პაპავა ამბობს, რომ ის მხარს არ უჭერს იმ რეფორმას, რომელის საფუძველზეც მოხდა ბიზნეს სკოლის გაუქმება. პაპავა სამუშაო ჯგუფის შექმნას მოითხოვს.

„სადაო აღარ არის ის საკითხი, რომ ეს ცვლილება, ე.წ. რეფორმა განხორციელდა ნაჩქარევად. განხორციელდა ძალიან სწრაფად, ძალიან მოკლე ვადებში, გაუაზრებლად. მინიმალური ჩართულობით მათშორის ბიზნეს სკოლის აკადემიური პერსონალი იქნებოდა, მოწვეული ლექტორი, სტუდენტი თუ ა.შ. შესაბამისად, ჩემი მოთხოვნა არის ის რომ ეს კონკრეტული გადაწყვეტილება შეტრიალდეს, დაუბრუნდეს  ბიზნესის სკოლას ის სტატუსი რაც მას ჰქონდა ერთი კვირის წინ დაახლოებით და შემდეგ შევქმნათ ჯგუფი წარმომადგენლობით  თითოეული დაინტერესებული მხარის“-განაცხადა გიორგი პაპავამ.

ილიაუნის სტუდენტების პროტესტი გიორგი ქადაგიძე გათავისუფლებას და ბიზნეს სკოლის გაუქმებას მოჰყვა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები