26 აპრილი 2024,   14:23
ვრცლად
პოლიციამ ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის ლანჩხუთში ერთი მოქალაქე დააკავა

პოლიციამ ქურდულ სამყაროსთან კავშირისთვის ლანჩხუთში ერთი მოქალაქე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ბრალდებულმა ე.წ. „ქურდული გარჩევის“ მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდს, თენგიზ ხოფერიას მიმართა.

ხოფერიას მიერ, ვიდეოზარის მეშვეობით განხორციელებული ქურდული გარჩევის შედეგად, ბრალდებულმა ლანჩხუთში მცხოვრებ 3 მოქალაქეს თანხა გამოსძალა.

პოლიციამ, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი, ფულადი თანხა და ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღო.



დღის ამბები