26 აპრილი 2024,   13:38
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა. სალომე ზურაბიშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეების დისლოცირების ადგილზე იმყოფებოდა.

პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთდ  ბაგრამის საავიაციო ბაზა დაათვალიერა.

პრეზიდენტმა ჯარისკაცებთან ერთად ისადილა და მშვიდობისმყოფელების ამოცანებს პირადად გაეცნო. უმაღლესმა მთავარსარდალმა მშვიდობისმყოფელებს მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის  მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების დამსახურებასა და მათი საქმიანობის მნიშვნელობას ქვეყნისთვის.

საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში ჩასვლა ინაუგურაციის დღეს დააანონსა. 

დღის ამბები