26 აპრილი 2024,   17:43
ვრცლად
აქცია მადრიდში - დემონსტრანტები ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ

კატალონიასთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ მადრიდში მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ესპანეთის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე 45 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა. ოპოზიციის მომხრეები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, კატალონიასთან დიალოგის მიზნით სპეციალური მომხსენებლის დანიშვნის შესახებ. ისინი პრემიერის შეთავაზებას მოღალატურს უწოდებენ და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. აქცია რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მიერაა ორგანიზებული. 

დღის ამბები