26 აპრილი 2024,   14:08
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზიური კადრები - ლიეჟში, სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლები გამოჩნდნენ 

ქართველების შეკრება ბრიუსელში, ერთ-ერთ ქალაქში - ცოტა ხნის წინ, „კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა ლიეჟში საქართველოდან ჩასული სუს-ის წარმომადგენლების ექსკლუზიური კადრები გადაიღო. 

გადამღები ჯგუფი კონგრესის სასახლის უკანა პერიმეტრზე იმყოფებოდა, როდესაც შავ ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცი შენიშნა, რომელიც „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს ფოტოებს უღებდა. მან ჟურნალისტის დანახვისთანავე ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა. 

მსგავსი ტიპის ადამიანების ყოფნა შეინიშნებოდა სხვა ტერიტორიაზეც. ეს ადამიანები უშუალოდ კონგრესის შენობაში, სადაც ქართველების შეკრება იმართება, არ გამოჩენილან და სიტუაციას მიმდებარე ტერიტორიაზე აკონტროლებდნენ, თუმცა კითხვაზე, "რომელი ქვეყნიდან ჩავიდნენ ისინი ლიეჟში," ან "რომელ დიასპორას წარმოადგენენ" - პასუხების გაცემა არ ისურვეს და ტერიტორიიდან მიიმალნენ.

არსებული ცნობით, ლიეჟში ჩასულები არიან სუს-ის ის წარმომადგენლები, რომლებიც იმ ადამიანებზე ახორციელებენ კურირებას, რომლებიც ქართველი ემიგრანტების შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ.

გარდა ამისა, „კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო კადრები, თუ როგორ სხედან ავტობუსში ქართველები, რომლებმაც შეკითხვებზე, საიდან არიან და რისთვის ჩავიდნენ ლიეჟში, არ პასუხობენ. 

„ახლა უბრალოდ ტურისტი ვარ, მაინტერესებს ჩემი ქვეყნის მომავალი, რას იტყვიან, პოლიტიკოსებს რა გეგმები აქვთ. აქ ვცხოვრობდი ადრე, ახლა საქართველოში ვცხოვრობ,“ - ამბობს ერთ-ერთი მათგანი.

ამ წუთებში, დარბაზში ქართველების შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც სიტყვით საქართველოს მესამე პრეზიდენტი უნდა გამოვიდეს. 

დღის ამბები