26 აპრილი 2024,   19:27
ვრცლად
"გასაჯაროვდეს ოფშორში არსებული კომპანიის მფლობელთა ვინაობა" - ოპოზიცია "ყაზტრანსგაზ თბილისის" რეალური მესაკუთრეების დასახელებას ითხოვს 

ვინ არიან "ყაზტრანსგაზ თბილისის" რეალური მესაკუთრეები და რატომ ჩამოაწერა კომპანიას სახელმწიფომ 96 მლნ-იანი დავალიანება - გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებისგან ახსნა განმარტებებს ითხოვს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ოფშორული კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრეების ნაწილი დაფარულია, რაც ოპონენტებს აფიქრებინებს, რომ კომპანიის უკან კახი კალაძესთან დაახლოებული პირები დგანან.

ოპოზიციურ გაერთიანებაში ხაზს უსვამენ იმ ფაქტსაც, რომ ინვესტორმა ყაზახური მხარისგან აქტივები 40 მლნ დოლარად გამოისყიდა, და ახლა ამ თანხის ამოღებას გაზრდილი კომერციული ტარიფით ცდილობს.

„სახელმწიფომ „ყაზტრანსგაზს“, ანუ ყაზახურ მხარეს ჩამოაწერა 90  მილიონიანი დავალიანება, ანუ გაასუფთავა ეს კომპანია და გაამზადა ოფშორში დარეგისტრირებული, უცნობი კომპანიისთვის, რომ მას უკვე გასუფთავებული, ვალების გარეშე მოქმედი კომპანია შეეძინა.

გასაჯაროვდეს ოფშორში არსებული კომპანიის მფლობელთა ვინაობა, მათი დამფუძნებლების სია. ასევე, აუცილებელია ჩვენ ვიხილოთ და  საზოგადოებამ იცოდეს, როგორ ხდება 40 მილიონი დოლარის გადახდა. ტრანზაქციის განხორციელებისთანავე. ანუ ამა წლის 4 თებერვლიდან კომერციულ სუბიექტებზე, იურიდიულ პირებზე გაზის საფასური გაიზარდა 5.5 თეთრით. მთელი ქალაქის მასშტაბით ათობითათასი აბონენტი თავისი გაზრდილი ტარიფიდან ფარავს იმ 40 მილიონიან დოლარიან საფასურს, რომელიც ამ კომპანიას სჭირდებოდა კაპიტალის გასაზრდელად, რომ შეეძინა „ ყაზტრანსგაზ თბილისი“,“- აცხადებს ცისკარიშვილი.

დღის ამბები