26 აპრილი 2024,   20:29
ვრცლად
"ტიტუშკები", რომლებიც ხელისუფლებამ ღონისძიების ჩასაშლელად ლიეჟში გამოგზავნა - სააკაშვილის ინტერვიუ "Deutsche Welle"-სთან

ე.წ ტიტუშკები, რომლებიც ხელისუფლებამ ღონისძიების ჩასაშლელად ლიეჟში მიავლინა - ასე შეაფასა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიაში განვითარებული მოვლენები „Deutsche Welle”-სთან ინტერვიუში.

სწორედ ემიგრანტებთან გამართული შეხვედრა იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომლის შესახებაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ინტერვიუ გერმანულ ტელეკომპანიას მისცა.

მისი განცხადებით, ემიგრანტებს, რომლებიც ეკონომიკურად მხარს უჭერენ საკუთარ ქვეყანას, ქვეყნის პოლიტიკაში ხმის უფლება უნდა ჰქონდეთ.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

“შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგატები თითქმის მთელი მსოფლიოდან . აქტივისტების და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებების, ქართული ემიგრაციის წარმომადგენლები. ადამიანებს, რომლებიც ფინანსურად მხარს უჭერენ თავიანთ ქვეყნებს, ამ ქვეყნების პოლიტიკაში ხმის უფლება უნდა ჰქონდეთ. ჩვენ გვინდა მიგრანტების სპეციალური ბანკის ორგანიზება, რომლიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი საქართველოში ემიგრანტების დაბრუნებისა და რეინტეგრაციისკენ იქნება მიმართული.

“ამისთვის წამყვან სპეციალისტებს მოვიწვევთ. უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში არის იგივე სიტუაცია, როგორიც უკრაინასა ან მოლდოვაში. მათ ოლიგარქები აკონტროლებენ. ერთი, ორი ან სამი ადამიანი ყველაფერს წყვეტს. ხოლო მათი აზრი, ვინც რეალურად ინახავს ამ ქვეყნებს - არავითარ აინტერესებს.

“თუკი ოლიგარქებს მხოლოდ ცოტათი შევაშინებთ ყოველ ჯერზე, როდესაც არჩევნებს მოიპარავენ, შეავიწროებენ მედიას და მასიურად დაარღვევენ ადამიანის უფლებებს, ან ევროპის ცენტრში ე.წ. “ტიტუშკებს” გამოგზავნიან, მაშინ სხვების განსჯის მორალური უფლება არ გვექნება,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დღის ამბები