26 აპრილი 2024,   18:03
ვრცლად
ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა უვადოობა თუკი იქნება გადავადებული, იქნება სასურველი - ხუნდაძე ბესელიას ინიციატივაზე

განვითარებადი დემოკრატიის ქვეყნებში, ისეთში, როგორიც საქართველოა უვადოობის გადავადება იქნება სასურველი - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს,

მისი თქმით, ამ საკითხზე მაღალი კომპეტენციის იურისტებმა უნდა იმუშაონ, მათი შეფასებების მოსმენის შემდეგ, თუკი ეს კანონპროექტი წინააღმდეგობაში არ იქნება სამართლის ნორმებთან მხარს დაუჭერს.

„რა თქმა უნდა, კანონპროექტი წარმოდგენილი ღირს განხილვად მთავარი რომ სურვილი არ ეწინააღმდეგებოდეს სამართლებრივ ჩარჩოებს და არ იყოს წინააღმდეგობაში. ამის რესურსი უმრავლესობის შიგნით არის, თუნდაც ერთ თუნდაც მეორე მხარეს, მაღალი კომპეტენციის იურისტები არიან ჩართული.

"მათი პოზიციები იქნება მოსმენილი და შესაბამისად თუკი ეს იდეა არ ეწინააღმდეგება და არ გადის სამართლებრივი ჩარჩოებიდან მხარს დავუჭერთ,“-აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ოთარ დანელია ამბობს, რომ რაც დრო გადის უფრო რწმუნდება, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება არ იქნება.

მისი განცხადებით, ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე აუცილებელია მსვლელობა და ქვეყნისთვის მისაღები გადაწყვეტილების გამოტანა. 

ბესელიამ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის 5 წლის გადავადების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. მისი ინიციატივა, რომელსაც 9 დეპუტატი აწერს ხელს მოსამართლეთა 2025 წლამდე გამოსაცდელი ვადით დანიშვნას გულისხმობს, რაც ბესელიას მტკიცებით, კონსტიტუციით მიღებული ნორმაა. 

დღის ამბები