26 აპრილი 2024,   20:31
ვრცლად
კაფე “ახალი მზიურისა” და მაღაზია “აიტექნიკის” გაქურდვაში 4 არასრულწლოვანი ამხილეს

სოციალური კაფე “ახალი მზიურისა” და მაღაზია “აიტექნიკის” გაქურდვაში 4 არასრულწლოვანი ამხილეს.

გამოძიების ინფორმაციით 14, 15 და 17 წლის მოზარდებმა თბილისში, პარკ “მზიურში” სოციალური კაფე “ახალი მზიურიდან” ლეპტოპი, მობილური ტელეფონი, აიპადი და 178 ლარი მოიპარეს.

სხვადასხვა სახის ტექნიკა წაიღეს ასევე მაღაზია “აიტექნიკიდანაც.” სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები