26 აპრილი 2024,   17:50
ვრცლად
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა

მაიკ პომპეომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან საუბრის დროს საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და  ამერიკა-საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაში მიღწეულ პროგრესს მაღალი შეფასება მისცა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის სახელმწიფო მდივანს პოლონეთში შეხვდა სადაც საერთაშორისო კონფერენცია "მშვიდობა და უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში" მიმდინარეობს.

ზალკალიანმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარებისა და იმ უკანონო ქმედებების შესახებ მიაწოდა, რომლებსაც ადგილი  რუსეთის ფედერაციის მხრიდან აქვს.

„სახელმწიფო მდივანმა გააკეთა განცხადება, სადაც ძალიან მკაცრად დაგმო რუსეთის უკანონო ქმედებები, როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში და ჩვენი საუბრის დროს,  აღნიშნა, რომ აშშ კვლავ განაგრძობს რუსეთის ფედერაციასთან დღის წესრიგში ჩვენი საკითხის აქტუალურად წინ წამოწევას,“- განაცხადა ზალკალიანმა.

დღის ამბები