03 მაისი 2024,   00:34
ვრცლად
ეროვნული ბანკის მოთხოვნა და გაუფასურებული აქციები - "კურიერის" ინფორმაციით, "თიბისი ჯგუფში" საგანგებო თათბირი იწყება

ლონდონის ბირჟაზე ერთ დღეში „თიბისი ბანკის“ აქციები თითქმის შვიდი პროცენტით გაუფასურდა. 

ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საფინანსო ინსტიტუტი ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიების მსხვერპლია, რასაც ქვეყანაში შესაძლოა საბანკო სექტორის ნგრევა მოჰყვეს - ასეთია ოპოზიციის შეფასება.

"კურიერის" ინფორმაციით კი, ამ წუთებში "თიბისი ჯგუფში" საგანგებო თათბირი იწყება, სადაც ბანკის მფლობელებმა სამოქმედო გეგმა უნდა დასახონ.

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძისთვის ხელმოწერის უფლების შეჩერება და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა. ოფიციალურად ამ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის დარღვევა გახდა.

ლაპარაკია პროკურატურის მიერ 10 წლის დაგვიანებით დაწყებულ გამოძიებაზე. საგამოძიებო უწყება ხაზარაძეს და ჯაფარიძეს 17 მილიონი დოლარის გათეთრებაში ადანაშაულებს.

„თიბისი ბანკი“ აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას სასამართლოში გეგმავს.

დღის ამბები