26 აპრილი 2024,   20:29
ვრცლად
ლოს ანჟელესში ოსკარის დაჯილდოებისთვის ემზადებიან

ლოს ანჟელესში ოსკარის დაჯილდოებისთვის ემზადებიან. რიგით 91-ე ცერემონიის დასრულებისთანავე, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები ე.წ. გუბერნატორთა მეჯლისზე შეიკრიბებიან.

წვეულების დეტალები ერთი კვირით ადრე კი ჟურნალისტებს გააცნეს.

სტუმრებს 35-მდე სახეობის კერძით გაუმასპინძლდებიან, მათ შორის იქნება საქონლის ხორცისგან დამზადებული კერძები, ასევე ხიზილალა, კიბორჩხალა და თინუსი.

რაც შეეხება სასმელებს, საღამოს ღვინით ფრენსის ფორდ კოპოლას კომპანია მოამარაგებს, 600-მდე მიმტანი სტუმრებს ტეკილას კოქტეილებსა და შამპანურსაც მიართმევს.

ცნობილია, რომ დარბაზს წითელი ყვავილებით, მათ შორის ტიტებით, ვარდებითა და ორქიდეებით გააფორმებენ.

დღის ამბები