26 აპრილი 2024,   18:31
ვრცლად
კლინიკა "ბომონდის" მეანგინეკოლოგი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული შ. თ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა შმაგი თვალავაძეს პირადი ჩხრეკისას 5 ცალი ნარკოტიკული საშუალება ”მორფინის” შემცველი ამპულა ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მეანგინეკოლოგი კლინიკა ბომონდში ერთი წელია, მუშაობს.

კლინიკის დირექცია კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს.

 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები