26 აპრილი 2024,   18:58
ვრცლად
მოსამართლეების მრავალმილიონიანი ქონება - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

მოსამართლეების მრავალმილიონიანი ქონება და უმწვავესი შეაფასებები - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები სავარაუდო კორუფციაზე საუბრობენ.

ანა დოლიძის თქმით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისია უნდა შეიქმნას და მოსამართლეთა ქონებასთან დაკავშირებით ეფექტური გამოძიება ჩატარდეს.

მისი გაცხადებით, მოსამართლეები ვალდებულები არიან, განუმარტონ საზოგადოებას, რა შემოსავლებით შეიძინეს ქონება.

„მინდა მივმართო საქართველოს პარლამენტის ფრაქციებს, ყველას, ოპოზიციას თუ „ოცნებას“, რომელსაც, როგორც ჩანს, აღმოჩნდა რომ გული შესტკივა სასამართლო ხელისუფლებაზე, შექმნან საგამოძიე3ბო კომისია. მოიყვანონ ყველა ის მოსამართლე, რომლებიც ამ სიუჟეტებშია მხილებული და გამოიძიონ,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის საბჭოს წევრები შესაძლო კორუფციაზე საუბრობენ. ისინი განცხადებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთებენ.

საბჭო უნდა ინტერესდებოდეს, რა ხდება რეალურად ხომ არ გვაქვს საქმე კორუფციასთან და ხომ არ გვაქვს საქმე ისეთ მძიმე შემთხვევებთან, რომელის უკავშირდება მოსამართლის გამდიდრებას უკანონოდ. ამიტომ, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს, პირველ რიგში, ეს არის გამოძიების დასადგენი თემა, რომ ხომ არ გამდიდრდნენ მოსამართლეები უკანონოდ და ხომ არ იყვნენ თავის სტატუსს, თანამდებობას და მდგომარეობას, რის შედეგადაც მათ შესაძლოა, მიიღეს ეს სიკეთეები და სიმდიდრე,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მოსამართლეთა მრავალმილიონიანი ქონების შესახებ რეპორტაჟი  „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „შაბათის კურიერის“ ეთერში გავიდა.

დღის ამბები