26 აპრილი 2024,   18:58
ვრცლად
ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს სესხის სახით 250 მილიონი ლარი გამოუყო

ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს სესხის სახით 250 მილიონი ლარი გამოუყო. ხელშეკრულებას ფინანსთა მინისტრმა და ბანკის ვიცეპრეზიდენტმა ხელი დღეს მოაწერეს.

სესხი 30 წლიანა, რომელიც ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის ფარგლებში გზების მშენებლობას, რეაბილიტაციას და უსაფრთხოებას მოხმარდება. საქმე საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალს ეხება.

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ აღნიშნული მშნებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული მაგისტრალები საქართველოს საგზაო-სატრანსპორტო ხერხემლის მნიშვნელოვან მონაკვეთებს წარმოადგენს და ხელს უწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერებას,“- აღნიშნა ბახტაძემ.

დღის ამბები